Loading...

aquatherm Blue Pipe


[Sign in to view price]

მილგაყვანილობის სისტემა climatherm-ი სპეციალურად იმ სისტემებისთვის იქნა შემუშავებული რომელიც არ უკავშირდება სასმელი წყლის მიწოდებას.

იმ უპირატესობებთან ერთად, რასაც წყალგაყვანილობის სისტემა fusiotherm®-ი გთავაზობთ, სისტემა climatherm-ი გამოირჩევა დიდი გამტარუნარიანობით მილის უფრო თხელი კედლის ხარჯზე.

სისტემა მოიცავს 20 მმ-დან 250 მმ-მდე დიამეტრის მილებს.

სისტემა გვთავაზობს გათბობისთვის, გაგრილებისთვის და ასევე საწარმოო მოხმარებისთვის საჭირო კომპონენტების სრულ ასორტიმენტს.

climatherm-ის სისტემის უპირატესობები:

  • სრული მდგრადობა კოროზიისადმი
  • მდგრადობა ქიმიური ნივთიერებისადმი
  • გარემოსთან მაღალი თავსებადობა
  • მაღალი დარტყმითი სიმკვრივე
  • მილის ზედაპირის უმნიშვნელო ხორკლიანობა
  • კარგი თბო და ხმის იზოლაციის მახასიათებლები
  • მაღალი სტაბილურობა
  • შედუღების მაღალი ხარისხი
  • მაღალი ტემპერატურისამებრ მდგრადობა
  • იზოლაციის უფრო თხელი ფენა - ყველა დიამეტრისთვის ჩვენ გირჩევთ 10 მმ სისქის იზოლაციას
  • მცირე წონა
  • მარტივი მონტაჟი
  • ოპტიმალური ფასი
  • მაკომპლექტებლების დიდი ასორტიმენტი

 

სისტემის შემადგენელი ელემენტები

climatherm-ის მილგაყვანილობის სისტემა  fusiotherm®-ის ფითინგებთან ერთად ქმნის სისტემას, რომელიც შედგება:

 

  • მილებისგან
  • ფითინგებისგან
  • მილყელების და მილტუჩებისგან
  • კომბინირებული გადამყვანებისგან მეტალზე
  • ჩადუღებადი უნაგირებისგან
  • გამანაწილებლებისგან
  • ჩამკეტი არმატურისგან
  • შემადუღებელი აპარატების და ხელსაწყოებისგან
  • საჭრელი და მასუფთავებელი ხელსაწყოებისგან
  • დამხმარე დეტალების და სამონტაჟო სამაგრებისგან