Loading...

წყლის ფილტრი თვითგამორეცხვით BWT Avanti RF

პროდუქციის კოდი: 10174


[Sign in to view price]

  • 3/4" 
  • 1" 

This product cannot be added to the
cart because you are not logged in.

Please sign in to buy
სასურველებში დამატება

 

მოხმარების სფერო:

განკუთვნილია სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრაციისთვის. იცავს მილგაყვანილობას და მასზე მიერთებულ მოწყობილობებს ფუნქციური დარღვევისგან, დაჟანგვით გამოწვეული კოროზიისგან, ნაქლიბისგან, ქვიშისგან, ქაფისგან და ა.შ.

ფილტრი არაა განკუთვნილი საბრუნავი წყლის, ქიმიური ნივთიერებების შემცველი, ტექნოლოგიური და გამაციებელი წყლის, ასევე 2 მმ-ზე დიდი მიკრონაწილაკების შემცველი წყლის გასაფილტრად. 

ფილტრი არაა განკუთვნილი ზეთის შემცველი, ცხიმის, გამხსნელის, საპნის და სხვადასხვა საპოხების, ასევე წყალში გამხსნელი ნივთიერებების გარემოსთვის. თუ წყალი შეიცავს მსხვილ ნაწილაკებს საჭიროა ფილტრამდე დამატებით დამონტაჟდეს უხეში გაწმენდის ფილტრი.

 

მოქმედების პრინციპი:
 
გასასუფთავებელი წყალი მიეწოდება ფილტრს მილყელის საშუალებით, გაივლის საფილტრაციო ელემენტს და გამოედინება სუფთა წყლის გამომსვლელი მილყელის საშუალებით, რა დროსაც საფილტრაციო ქსოვილის ზედაპირზე ილექება ნაწილაკები რომელთა ზომაც > 90 µм. 
 
აუცილებელია საფილტრაციო ელემენტის რეგულარული გამორეცხვა. 
 
ფილტრის გამორეცხვის დროს, სახელურის მოტრიალების მეშვეობით, იხსნება ჩასარეცხი წყლის მილყელი და მოქმედებაში მოდის გამორეცხვის რეჟიმი. ამ დროს ხდება საფილტრაციო ქსოვილზე დაგროვილი ნაწილაკების გამორეცხვა.