Loading...

კონდენსატის კედლის ქვაბი VIESSMANN VITODENS 100-W

პროდუქციის კოდი: 7499419


[Sign in to view price]

  • 35 kW 

This product cannot be added to the
cart because you are not logged in.

Please sign in to buy
სასურველებში დამატება

ეფექტური ექსპლუატაციაში და მიმზიდველი ფასით

Vitodens 100-W ეს არის გაზის კონდენსაციური კედლის ქვაბი, ოფტიმალური შეფარდებით ფასისა და წარმადობისა, გათბობის მაღალი კომფორტით და ცხელი წყლის მომზადებით, კომპაქტური გაბარიტული ზომებით და კლასიკური ელეგანტური დიზაინით.

მარგი ქმედების კოეფიციენტი 98% (Hs) / 109% (Hi)

Vitodens 100-W მოიხმარს ენერგიის ნაკლებ რაოდენობას, გამავალ გაზებში წარმოქმნილი ორთქლის  ფარული სითბოს გამოყენების ხარჯზე. Vitodens 100-W-ს დახმარებით, თქვენ ამცირებთ საკუთარ ხარჯს გათბობაზე და ზრუნავთ გარემოს სისუფთავეზე.

ეფექტურობა მრავალი წლით

რადგან საუბარია ეკონომიურობაზე და დანადგარის ხანგღძლივ მუშაობაზე, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალები, მაგალითად, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი. ამიტომ Vitodens 100-W ქვაბის Inox-Radial თბომცვლელის ზედაპირი დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც გულისხმობს მაღალ საიმედოობას და უზრუნველყოფს ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას.

ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა

Vitodens 100-W-ს გულს წარმოადგენს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ცილინდრისებრი სანთურა MatriX-ი. ის განსაკუთრებით ეკონომიურია, იმის გამო, რომ იყენებს წვის მოდულაციურ პრინციპს. ამასთანავე მნიშვნელოვნად მცირდება მავნე გამონაბოლქვის გამოყოფა. ამდენად Vitodens 100-W აკმაყოფილებს გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.


განმასხვავებელი ნიშნები

მნიშვნელოვნად კომპაქტური

კომპაქტური ზომის წყალობით Vitodens 100-W  მოერგება ყველანაირ ინტერიერს: სამზარეულოში, სააბაზანო ოთახში, სხვენში ან ნიშაში. Vitodens 100-W სწრაფად მონტაჟდება და მომხმარებელს მიეწოდება ექსპლუატაციისთვის მზა სახით. 

  • გაზის კონდენსაციური კომპაქტური გამათბობელი ქვაბი სიმძლავრით 9-დან 35 კილოვატამდე;
  • მარგი ქმედების კოეფიციენტი: 98% (Hs) / 109% (Hi)
  • მავნე გამონაბოლქვის გამოყოფის დაბალი კოეფიციენტი;
  • არ საჭიროებს დამატებით სამონტაჟო სივრცეს ქვაბის მომსახურებისთვის, ყველა კომპონენტი ადვილად ხელმისაწვდომია ქვაბის ფასადიდან;
  • ელექტრო ენერგიის დაბალი მოხმარება ჰაერის ვენტილატორის ძრავის ბრუნვის ცვლადი რაოდენობის წყალობით;
  • ქვაბის კომბინირებული შესრულება: ცხელი წყლის კომფორტული მომზადება ინტეგრირებული ფირფიტოვანი თბომცვლელის და ტემპერატურის რუგულატორის მეშვეობით.
  • მწარმოებელი ქვეყანა გერმანია
  • გარანტია 12 თვე
  • კონტურების რაოდენობა: ერთკონტურიანი
  • დასაშვები მისაწოდებელი ტემპერატურა: 30-60°C
  • თბომცვლელის დასაშვები მუშა წნევა: 3 ბარი
  • მოხმარებული საწვავის ტიპი: ბუნებრივი გაზი, შეკუმშული გაზი

 

ჩვენი კომპანია ახორციელებს კონსულტაციებს VIESSMANN-ის გაზის ქვაბების შერჩევასა და მოხმარებაში, ასევე ობიექტზე მიწოდებასა და მონტაჟს.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ გაზის ქვაბზე ვრცელდება მომწოდებლის საგარანტიო პირობები.

შეკვეთის გაფორმება თქვენ შეგიძლიათ საიტზე, ელექტრონული ფოსტით sale@hydrotherm.ge, ტელეფონით +995 (32) 235-72-01 ან ჩვენთან ოფისში.

ჩვენი მენეჯერები მზად არიან გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე რომელიც შეიძლება თქვენ გაინტერესებდეთ!