Loading...

aquatherm Green Pipe


[მწარმოებლის ფასად]

საწყობშია

aquatherm-ის ფირმის სისტემა fusiotherm®-მა დაამტკიცა თავისი სარგებლიანობა 25 წლიანი მოხმარებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ამის გამო სპეციალისტებს შორის ითვლება ყველაზე ვრცელი ასორტიმენტის მქონედ, ასევე პოლიპროპილენის მილების ერთერთ საუკეთესო მწარმოებლად. fusiotherm®-ის ასორტიმენტს მიეკუთვნება 5 სხვადასხვა ტიპის მილი, დაწყებული ცივი წყლის მილიდან და დასრულებული დაპატენტებული მილით Faser-ი გარე დიამეტრით 20-დან 315 მმ-მდე. მათ ერგებათ 400-ზე მეტი შემაერთებელი ელემენტი, ეგრეთწოდებული ფითინგი.

მილგაყვანილობის სისტემა fusiotherm®-ი შედგება:

1. მილებისგან

2. მილყელების და მილტუჩებისგან

3. გადამყვანების და მათი მაკომპლექტებლებისგან

4. კომბინირებული გადამყვანებისგან მეტალზე

5. ჩადუღებადი უნაგირებისგან

6. გამანაწილებლებისგან

7. ჩამკეტი არმატურისგან

8. შემადუღებელი აპარატების და ხელსაწყოებისგან

9. საჭრელი და მასუფთავებელი ხელსაწყოებისგან

10. დამხმარე დეტალების და სამონტაჟო სამაგრებისგან

fusiotherm

მილგაყვანილობის და ფითინგების ფართო ასორტიმენტის წყალობით ყოველთვის მოიძებნება შესაფერისი და იდეალური გადაწყვეტა ნებისმიერ სფეროში გამოსაყენებლად.

ასევე ეს სისტემა გვარწმუნებს თავის მარტივ და სააიმედო შეერთების ტექნიკაში: გაცხელების ხარჯძზე მილები და ფითინგები შეერწყმიან ერთმანეთს და ხდება ერთი მთლიანი.

fusiotherm®-ის სისტემა ფირმა aquatherm-ისგან იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა და მომავლის მქონე  fusiolen® PP-R მასალისგან.