Loading...

aquatherm Red Pipe - Firestop ხანძარსაწინაამღდეგო სისტემა


[Sign in to view price]

 

მილგაყვანილობის სისტემა სპრინკლერული ხანძარქრობისთვის

მილგაყვანილობის სისტემა aquatherm firestop-ი, რომელიც შედგება პოლიპროპილენის მილების და ფითინგებისგან, გამოიყენება წყლის და ქაფის სპრინკლერული ავტომატური ხანძარქრობის სისტემებისთვის.

სისტემას საფუძვლად დაედო მრავალშრიანი, კომბინირებული პოლიპროპილენის მილი Faser-ი, რომელიც დამზადებულია ექსტრუზიის მეთოდით. ამ მილების დამზადებისას გამოყენებულია fusiolen® PP-R FS-ის მასალა - პოლიპროპილენი რომლის ხარისხიც ითვალისწინებს სპეციალურ მოთხოვნებს ხანძარქრობის სფეროში. ამ მილგაყვანილობის სისტემის განვითარებისას, გათვალისწინებულია სამონტაჟო ორგანიზაციების მოთხოვნები მონტაჟის პროცესის გამარტივების მიზნით და ასევე სისტემის უსაფრთხოება შემდგომი ექსპლუატაციისას.

 

aquatherm firestop-ი ეს არის:

ა) შესანიშნავი შედუღების თვისებები

მილების შედუღება ხდება მოლეკულურ დონეზე, ყოველგვარი გამამკვრივებლების და წებოს გარეშე.

ბ)  კოროზიისადმი მდგრადობა

არ ხდება სპრინკლერების გაჭედვა კოროზიის პროდუქტებით, რაც იძლევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიას, მინიმალური დანახარჯებით შეკეთებაზე და ხანძარქრობის სისტემის უნაკლო სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებაზე.

მილები და დამაკავშირებელი ელემენტები მზადდება ხარისხის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ყველაზე თანამედროვე დანადგარებზე, ამას გარდა ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს ჩატარებულ პროცესებზე სისტემური კონტროლი.

სისტემას გააჩნია საერთაშორისო სერთიფიკატი DIN EN ISO 9001:2000.

უპირატესობები

  • სერთიფიცირებულია სხვადასხვა ქვეყნების ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ორგანოების მიერ;
  • შესანიშნავი შედუღების თვისებები;
  • მეტალის მილგაყვანილობასთან შედარებით უმნიშვნელო წონა
  • კოროზიული და ქიმიური მდგრადობა
  • არ იჭედება კოროზიის პროდუქტებისგან
  • სწრაფი მონტაჟი
  • მილის ზედაპირის უმნიშვნელო ხორკლიანობა და მაღალი აბრაზიული მედეგობა
  • კარგი თბო და ხმის იზოლაციის მახასიათებლები
  • მაღალი დარტყმითი სიმკვრივე
  • ფითინგის მილთან მყარი შეერთება შედნობის ხარჯზე
  • შეერთების ადგილებში არ საჭიროებს ელემენტებს გამკვრივებისთვის
  • მილის სამი ჩაშენებული ფენა მათ შორის შუა გაძლიერებული შუშისბოჩკოვანი ფენით;
  • ძნელად აალებადი მილები და ფითინგები
  • აალების B1 კლასიფიკაცია DIN 4102-1-ის მიხედვით.